ვითარება ყირიმში

სერგი კაპანაძე: პუტინის შესაჩერებლად სრული კონსოლიდაციაა საჭირო

„ყირიმში პუტინის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოების სრული კონსოლიდაციაა საჭირო“, - მიიჩნევს GRASS-ის თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე.

კაპანაძის შეფასებით, უკრაინაში ტრაგიკული მოვლენები მიმდინარეობს.

„რუსეთმა ვითარების ბოლომდე ესკალაცია გადაწყვიტა, რათა ძალა გამოიყენოს. ამის შესაჩერებლად რამდენიმე გზა არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზაცია იქნება. ამ დღეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. მთავარია,  პუტინს გააგებინონ, რომ სამხედრო პროვოკაციისთვის საფასურის გადახდა მოუწევს. პუტინის წინააღმდეგ კონსოლიდირებულ საერთაშორისო პოზიციასთან ერთად, უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მყარად დადგომაა საჭირო“, - მიიჩნევს სერგი კაპანაძე.

თბილისში, სასტუმრო „ციტადინში“ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში ქართველი და რუსი პოლიტოლოგები მონაწილეობენ.

კომენტარები