ვითარება უკრაინაში

დარჩიაშვილი: პუტინის ოცნება და სტილიც დასასრულს უახლოვდება

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა უფრო მობილიზებული და ენერგიულია, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დასაწყის ეტაპზე იყო. დეპუტატის თქმით, ”ეს არის საწინდარი, რომ რუსული იმპერიალიზმი ერთხელ და საბოლოოდ დასრულდება”.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, პუტინის ოცნება და სტილიც დასასრულს უახლოვდება.

”ბუნებრივია, საქართველოსთვის ყველაზე უფრო მგრძნობიარე, შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს. იმიტომ, რომ ჩვენ მტერი გვყავს იგივე, ჩვენ გამოვცადეთ იგივე - რა განსაცდელის წინაშეც ახლა უკრაინა დგას.

საბედნიეროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მობილიზებულია და უფრო ენერგიულია, ვიდრე ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დასაწყის ეტაპზე. შესაბამისად, ეს არის საწინდარი, რომ რუსული იმპერიალიზმი ერთხელ და საბოლოოდ დასრულდება. პუტინის ოცნება და სტილიც დასასრულს უახლოვდება.

ერთადერთი, რამაც შეიძლება პუტინს გაუხანგრძლივოს პოლიტიკური სიცოცხლე: ეს არის, თუ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობაში დაიწყება უთანხმოება მეთოდებზე, ტაქტიკაზე”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

კომენტარები