ვითარება უკრაინაში

ხიდაშელი: რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესიაში ფასი უნდა გადაიხადოს

საპარლამენტო  უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სახეზეა აგრესია რუსული სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს, უკრაინის მიმართ.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ამაში რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს.

"სახეზეა სრულმასშტაბიანი აგრესია. ჯერჯერობით, ოკუპაციამდე არ მისულა საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამჯერად მაინც მოწოდების სიმაღლეზე იქნება და არ დაუშვებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას.

მიუხედავად იმისა, რა მოხდება ხვალ და ზეგ, ჩემი აზრით, უკვე იქიდან გამომდინარე, რომ დარღვეულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, სახეზეა აგრესია რუსული სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ამაში რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს", - განაცხადა ხიდაშელმა. 

კომენტარები