ვითარება უკრაინაში

ჯონ კერიმ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში აგრესიის დაუჯერებელი აქტი უწოდა

truthrevolt.org

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აგრესიის დაუჯერებელიაქტი უწოდა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და მოსკოვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სასტიკი რეაქციით დაემუქრა. მათ შორის სრული ეკონომიკური იზოლაციით. ამის შესახებ Reuters იუწყება.

"XXI საუკუნეში არ შეიძლება მოიქცე XIX საუკუნის სტილში და შეიჭრა სხვა სახელმწიფოში სრულიად მოგონილი მიზეზით" - განაცხადა კერიმ ამერიკული ტელეარხის CBS-ის ეთერში და აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ-ჯერობით შეუძლია გაექცეს ყველაზე უარეს განვითარებას და დაარეგულიროს კრიზისი.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარი უთხრა სააგენტოს კერის გამოსვლის შეფასებაზე.

კომენტარები