აქციები უკრაინაში

ხმელნიცკში უშიშროების სამსახურის შენობის შტურმისას მოქალაქეს ესროლეს

დაჭრილი ხმელნიცკის უშიშროების სამსახურის შენობასთან
http://vsim.ua/

უკაინის ქალაქ ხმელნიცკში მოქალაქეებმა უშიშროების სამსახურის აღება სცადეს შტურმით, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გახსნა ცეცხლი. ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მაშინ, როცა მოქალაქეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ახლოს ჩაიარა ავტომობილმა, საიდანაც რამდენიმე ტყვია ისროლეს.

შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე დაიჭრა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, თუმცა, პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის არ დაღუპულა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ინციდენტი ვიდეოკამერით გადაიღო ადგილობრივმა ჟურნალისტმა[ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს]. 

ოფიციალური ინფორმაციით, 18-19 თებერვალს უკრაინაში დაწყებული მასობრივი არეულობების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის - 1 საქართველოს მოქალაქე, 1 ჟურნალისტი, 9 პოლიციელი, დანარჩენები კი ევრომაიდნის აქტივისტები არიან. დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულია. 

მცდელობის მიუხედავად პოლიციამ ევრომაიდნის დაშლა ვერ შეძლო. კიევის ცენტრში ამ დროისათვის რამდენიმე ათასი აქტივისტია შეკრებილი. მასობრივი არეულობა თანდათან უკრაინის რეგიონებშიც ვრცელდება.

კომენტარები