2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

აბრამაშვილი და ბენიანიძე გიგანტურ სლალომს გამოეთიშნენ

სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, 19 თებერვალს ქართველებმა - იასონ აბრამაშვილმა და ალექსი ბენიანიძემ გიგანტურ სლალომში იასპარეზეს.

სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრა, მეორე ცდის უფლება კი სპორტსმენებს აღარ ექნებათ. რაც შეეხება პირველ დაშვებას გიგანტურ სლალომში, აქ პირველი ადგილი ტედი ლეგეტიმ დაიკავა.

აბრამაშვილი და ბენიანიძე ახლა სლალომში ასპარეზობისთვის ემზადებიან, რომელიც 22 თებერვალს შედგება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოლიმპიადაზე პირველმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო წიკლაურმა იასპარეზა და ქალებს შორის გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. წიკლაური 21 თებერვალს სლალომშიც გამოვა.

დღეს, 19 თებერვალს, ფიგურული ციგურაობის ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლებში პირველად ისრიალებს ელენე გედევანიშვილი. ქართველი მოკლე პროგრამით, თბილისის დროით დაახლოებით 21:00 სთ-დან წარდგება.


კომენტარები