2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

უკრაინელი მოთხილამურეები ოლიმპიადაზე ტრავმის გამო არ გამოვიდნენ

სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე, უკრაინელ ქალ მოთხილამურეთა გუნდმა, კლასიკური სტილით გუნდურ სპრინტში მონაწილეობა არ მიიღო. 19 თებერვალს გამართულ შეჯიბრებაში მარინა ლისოგორისა და კატერინა სერდიუკისგან შემდგარმა დუეტმა ასპარეზობა ვერ შეძლო.

რამდენიმე ინტერნეტსააგენტოს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოთხილამურეთა არგამოსვლა უკრაინაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდებოდა, თუმცა როგორც უკრაინული არგუმენტი ი ფაკტი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება, უკრაინელმა სპორტსმენებმა სპრინტი, სერდიუკის ტრავმის გამო გამოტოვეს.
 
"კატერინა სერდიუკმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ზურგის ტრავმა მიიღო. მან სოჭში ექიმებს მიმართა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის", - წერს არგუმენტი ი ფაკტი.

 

 

კომენტარები