2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

აბრამაშვილმა ოლიმპიადაზე სლალომში 22-ე ადგილი დაიკავა

სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, 23 თებერვალს უკანასკნელად გამოვიდნენ ქართველი სპორტსმენები. მოთხილამურე ალექსი ბენიანიძემ სლალომში ტრასა ვერ ჩაამთავრა, იასონ აბრამიშვილმა კი გაცილებით კარგად იასპარეზა.

პირველ ცდაზე, აბრამაშვილმა ტრასა 52,59 წამში დაფარა და 43-ე ადგილზე იმყოფებოდა, მეორედ ქართველმა დისტანცია ერთ წუთში დაფარა, ლიდერს 11,5 წამით ჩამორჩა და 23-ე ადგილზე გავიდა. 

სულ სლალომში 116 მოთხილამურე მონაწილეობდა, აქედან კი ორივე ცდის გამოყენება მხოლოდ 43-მა შეძლო. 

იქედან გამომდინარე, რომ ორი სპორტსმენი შეჯიბრებიდან მოხსნეს, საბოლოოდ აბრამაშვილს 22-ე ადგილი ერგო.

ეს საქართველოს ისტორიაში სლალომში საუკეთესო შედეგია. 22-ე ადგილის დაკავებით, აბრამაშვილმა წინა შედეგი - 2006 წლის ოლიმპიადაზე ნაჩვენები 31-ე ადგილი გააუმჯობესა, რომელიც თვითონვე ჰქონდა დაფიქსირებული.

 

კომენტარები