თავისუფალი დემოკრატების იუბილე

უსუფაშვილი: ივანიშვილმა პოლიტიკაში სერიოზულად ჩართვის საშუალება მოგვცა

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატების იუბილე რესპუბლიკელებისთვისაც მნიშვნელოვანია. როგორც უსუფაშვილმა დღევანდელ საიუბილეო ღონისძიებაზე აღნიშნა, ალასანიას გუნდი პოლიტიკურ ასპარეზზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც რესპუბლიკელებსა და ახალ მემარჯვენეებთან ერთად ალიანსი შეიქმნა. მისი თქმით, კმაყოფილებით იხსენებს იმ დღეს, "როდესაც მონაწილეობა მიიღეს ამ წარმატებული პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში".

"დღეს თავისუფალი დემოკრატები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან მნიშვნელოვან და თვითმყოფად ადგილს იკავებენ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ორივე პარტია ლიბერალურ-დემოკრატიული მიმართულების ერთგული ვართ. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც და ვართ ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული გაერთიანების წევრი. ჩვენთვის მიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამ საშუალება მოგვცა, სერიოზულად ჩავრთულიყავით პოლიტიკურ ცხოვრებაში და დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია - ვართ ხელისუფლებაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 5 წლის იუბილე სპეციალური ღონისძიებით აღნიშნა. 

კომენტარები