თავისუფალი დემოკრატების იუბილე

ალასანია: თავისუფალი დემოკრატების არჩეული გზა აბსოლუტურად სწორი იყო

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები ქართულ პოლიტიკაში იმ რეჟიმის შესაცვლელად მივიდა, რომელიც მათი წარმოდგენით, საქართველოს განვითარებას ამუხრუჭებდა. 

"ჩვენ მუდამ ვამბობდით, რომ ეს მხოლოდ არჩევნების, მშვიდობიანი გზით უნდა მომხდარიყო. მაშინ ეს იყო არაპოპულარული, მაგრამ გვჯეროდა და გვწამდა, რომ ეს იყო სწორი გზა და აღმოვჩნდით მართლები. ხუთი წლის თავზე ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას ჰყავს ჩვენი კოალიციის პრემიერმინისტრი, პარლამენტს ჰყავს ჩვენი კოალიციის თავმჯდომარე და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი ჩვენი კოალიციიდან. ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, იყო აბსოლუტურად სწორი. ახლა სხვა ამოცანები გვაქვს - ჩვენი ამოცანაა, შეუქცევადი გახდეს ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება, ინსტიტუციურად გამყარდეს და შეუქცევადი გახდეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიციისა და ჯარის დეპოლიტიზაცია. ამ გზაზე ჩვენს მთავარ გამოწვევად ვხედავთ ისტიტუციების ჩამოყალიბებას", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა.

პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 5 წლის იუბილე სპეციალური ღონისძიებით აღნიშნა. 

კომენტარები