თავისუფალი დემოკრატების იუბილე

პრემიერი თავისუფალ დემოკრატებს: ევროპული ტიპის სახელმწიფოს ერთად ვაშენებთ

facebook.com/GaribashviliOfficial

პარტია თავისუფალი დემოკრატები სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 5 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს. ყრილობა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. თავისუფალ დემოკრატებს სიტყვით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა, იუბილე მიულოცა და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, "თავისუფალ დემოკრატებს გამორჩეული წვლილი აქვთ იმ წარმატებებში, რომელსაც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის და ევროატლანტიკური დაახლოების მიმართულებით მიაღწია".

“ხუთი წლის წინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას. მაშინ თქვენმა გამოჩენამ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი გაუჩინა, რადგან ამ გუნდში ძირითადად თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, უარი თქვეს დიპლომატის საპატიო თანამდებობაზე და ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე წინ დააყენეს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა პარტიის საიუბილეო ღობისძიებაზე.

პრემიერმინისტრის თქმით, ქართული ოცნებისთვის საამაყოა, "რომ ევროპული ტიპის სახელმწიფოს თავისუფალ დემოკრატებთან ერთად აშენებენ და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს ერთად ემსახურებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვის შემდეგ, შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.

კომენტარები