საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის შენიშვნები არ გაითვალისწინა

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის დასკვნაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსხვავებული აზრი არ გაითვალისწინა. ამის შესახებ კომისიის წევრებმა, ეკა გიგაურმა და ლაშა ტუღუშმა განაცხადეს. მათი თქმით, სამინისტროს კვლავ აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირზე ფარული ჩანაწერები გააკეთოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის წევრების შეთავაზებები, რომლებიც სამინისტრომ არ გაითვალისწინა, თომას ჰამმერბერგის რეკომენდაციებს ემთხვეოდა.

კომენტარები