2014 წლის თებერვალში ირანის ისლამური რევოლუციიდან 35 წელი შესრულდა. 1979 წელს შაჰ რეზა ფეჰლევის მმართველობა ისლამისტებმა აიათოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით დაამხეს. ფეჰლევი, რომელიც აშშ-ის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობდა, აშშ-ში გაიქცა. ის თავისი მმართველობის წლებში ცდილობდა ქვეყანა დასავლური ცივილიზაციის გზით წაეყვანა, ქვეყანაში დასავლური ცხოვრების სტილს ამკვიდრებდა, გაზარდა ქალთა უფლებები, თუმცა, ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებმა, სწრაფვამ უზომო ფუფუნებისა და კორუფციისკენ, ისლამისტებს რევოლუციის მოხდენის საშუალება მისცა. ხომეინი ქვეყნის ლიდერი გახდა, რის შემდეგაც რეპრესიებს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ადამიანის უფლებები, ქვეყანამ დასავლური ცხოვრების წესზე უარი თქვა, არაერთი შეზღუდვა დაუწესდათ მოქალაქეებს, მათ შორის, ჩაცმულობასთან დაკავშირებით.

ირანელი ქალები 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე
tbl.ge/9ba
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ირანმა იანვრის საპროტესტო აქციების ორი "ლიდერი" სიკვდილით დასაჯა
- მედია: ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა
- ირანში ისრაელისთვის ჯაშუშობის ბრალდებით მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
- ავსტრალიაში ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 5 მოთამაშეს ჰუმანიტარული ვიზა მისცეს
- ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა აირჩიეს




