ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზური დელეგაცია სოჭში ჩინურ სახლს ეწვია

ირაკლი ხინთბა
abkhazworld.com

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბამ სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში, ჩინური სახლი მოინახულა, რომელშიც ჩინური ოლიმპიური დელეგაციაა განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყება ავრცელებს.

ამ ინფორმაციის თანახმად, აფხაზურმა დელეგაციამ ჩინური ფერწერისა და გრაფიკის გამოფენა მოინახულა, ასევე შეხვდა ჩინეთის სპორტის მინისტრსა და ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლუ პენს, ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, ბიზნესმენებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.

კომენტარები