თვითმმართველობის რეფორმა

ღარიბაშვილი: ნარმანიას არ ჰყავს კონკურენტი, რამხელაც უნდა იყოს ბარიერი

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

ნარმანიას არ ჰყავს რეალური კონკურენტი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რამხელა ბარიერიც არ უნდა დაწესდეს ადგილობრივ არჩევნებში, ნარმანია ყველას გადალახავს. "ის იზრუნებს არა საკუთრ პიარზე არამედ მოსახლოებაზე და აღარ მოპარავს მოსახლეობას 50 მილიონს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის რეფორმას რევოლუციური უწოდა. "ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ" - განაცხადა ღარიბაშვილმა და რადენიმა მაგალითი მოიყვანა - მათ შორის, 12 თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევა 40%-იანი ბარიერით მაშინ, როცა მხოლოდ თბილისში იყო პირდაპირი წესით არჩევა და 30%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო. ასევე, გამგებლების არჩევა, პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა. "ამ ყველაფრით არასაპარლამენტო ოპოზიციას მივეცით შესაძლებლობა, გადალახონ ბარიერი" - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ "გარკვეულ ბარიერგადალახულ პარტიებს მიეცეთ ერთჯერადი საკმაოდ სოლიდური დაფინანსება და შემდეგ რეგულარულად დაფინანსდნენ. რაც მე ჩამოვთვალე უკვე რევოლუციურია" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები