მიწისძვრა

ბაქოდან 60 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან 60 კილომეტრში თბილისის დროით 16:06 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. აზერბაიჯანული სააგენტოები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა კახეთშიც.

კომენტარები