ე.წ. ტექდათვალიერება

ჭიკაიძე: არ ვარ კომპეტენტური, სად წავა ტექდათვალიერებიდან შემოსული ფული

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, ავტოავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი ავტომანქანების გაუმართაობაა. მან თქვა, რომ ტექდათვალიერების შემოღების საკითხზე გადაწყვეტილება სწორედ მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფას ემსახურება.

"ავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ტექდათვალიერება უზრუნველყოფს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო გამართული მანქანებით იმოძრაონ", - თქვა ჭიკაიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე - ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ტექდათავლიერებიდან ბიუჯეტში ფული არ შევა, აბა, სად წავა? - ჭიკაიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხში არ არის კომპეტენტური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ავტომობილთა სავალდებული ტექნიკური დათვალიერებიდან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შევა.

"ეს არ არის საბიუჯეტო პროექტი და ბიუჯეტში თანხების გადახდა საჭირო არ იქნება", - თქვა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

კომენტარები