სოჭი 2014

ოლიმპიადის საიტზე პერტახიას დაბადების ადგილის შესახებ მონაცემები წაიშალა

სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე მოთხილამურე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილის შესახებ მონაცემები წაიშალა.

ვებგვერდზე არ არის მითითებული, თუ სად დაიბადა და სად ცხოვრობს მარიკა პერტახია. 

შეგახსენებთ საქმე სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ინგლისურენოვან ვებგვერდზე, რუსეთის სახელით მოასპარეზე მარიკა პერტახიას გვერდს ეხება, სადაც დაბადების ადგილად რუსეთი, გალი იყო მითითებული. იქვე განმარტების სახით კი აღნიშნული იყო, რომ პერტახია აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონში დაიბადა.  

კომენტარები