სოჭი 2014

ციხელაშვილი: გუშინ გავრცელებული კადრები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ

epn.ge

გუშინ გავრცელებული კადრები, სადაც საქართველოს ზოგიერთ რეგიონს ჩრდილი ადგა, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.  

ციხელაშვილის განცხადებით საქართველო წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს.
"ჩვენ ვაკვირდებით აბსოლუტურად ყველა პროცესს, რაც ოლიმპიადასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ, ასევე, ვნახეთ ოლიმპიადის ოფიციალური რუკა და საქართველო წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს, ამიტომ ვფიქრობ, ის კადრები, რომლებზეც თითქოს ჩანს ნისლი და თითქოს ჩრდილი ადგება რეგიონებს, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან იქ, სადაც უნდა იყოს დაფიქსირებული - ოფიციალურ რუკაზე საქართველო არის ერთიანი" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს დელეგაციის გამოჩენასთან ერთად მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული. 

კომენტარები