სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

იმერლიშვილი: ლერი ხაბელოვი სოჭის ოლიმპიადას დეპუტატის სტატუსით არ ესწრება

financial.ge

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, ლერი ხაბელოვი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობს და არა როგორც პარლამენტის წევრი. იმერლიშვილის მტკიცებით, ოლიმპიადას საქართველოდან არცერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ დაესწრება.

”საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნათლად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიემგზავრება სოჭის ოლიმპიადაზე, შესაბამისად, არცერთი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირი იქ არ ჩავა, როგორც საქართველოს ხელისუფალი. რაც შეეხება ხაბელოვს, ის გახლავთ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და მონაწილეობას იღებს სწორედ როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და არა როგორც პარლამენტის წევრი”, - თქვა იმერლიშვილმა.

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა დღეს იწყება. ოლიმპიურ თამაშებში საქართველო ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ სოჭში იმყოფება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელიც ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის წევრი და სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა.

კომენტარები