სასკოლო ასაკი

სავარაუდოდ, სასკოლო ასაკად კვლავ 6 წელი განისაზღვრება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრების რეკომენდაციით, სასკოლო ასაკი კვლავ 6 წლით განისაზღვრება.

ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელი იქნება გარდამავალი პერიოდი და სასკოლო ასაკის მქონედ ჩაითვლებიან ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის, სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები განათლების სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს, განათლების ექსპერტებს და ფსიქოლოგებს შეხვდნენ. შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგების შესახებ. კერძოდ, წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS), 2011. ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, 2012. TPDC. სოციალური კვლევების და ანალიზის ინსტიტუტი. სასკოლო მზაობის კვლევა, 2011. სხვადასხვა ფოკუსჯგუფებში ჩატარებული კვლევების შედეგები.

კომენტარები