დავით კირვალიძე

წულუკიანი: მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მისთვის უცნობია, დაბრუნდება თუ არა მთავრობაში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე.

"ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ე.წ. ტრაქტორების საქმეზე მე პირველივე დღეს ვთქვი, რომ მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე", - თქვა თეა წულუკიანმა.

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურამ საჩივარი სასამართლოდან გაითხოვა. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ დავით კირვალიძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, მინისტრის პოსტზე დაბრუნდეს.

თავად კირვალიძეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი აღნიშნა - "მე რამდენიმე დღის წინ გავიგე ამის თაობაზე, ინფორმაციას მომაწვდიან უფრო დეტალურად და ამის შესახებ მოგვიანებით გავავრცელებთ კომენტარს".

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა.

კომენტარები