დავით კირვალიძე

სერგეენკო: კირვალიძის დაბრუნების საკითხი კონსულტაციების შედეგად გადაწყდება

facebook.com/mohgovge

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, მინისტრთა კაბინეტში დავით კირვალიძის შესაძლო დაბრუნების საკითხი, სავარაუდოდ, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ამ თემაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურამ საჩივარი სასამართლოდან გაითხოვა. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ დავით კირვალიძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, მინისტრის პოსტზე დაბრუნდეს.

თავად კირვალიძეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი აღნიშნა - "მე რამდენიმე დღის წინ გავიგე ამის თაობაზე, ინფორმაციას მომაწვდიან უფრო დეტალურად და ამის შესახებ მოგვიანებით გავავრცელებთ კომენტარს".

კომენტარები