საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, პრემიერის კითხვებისა და წუხილის მიზეზი, სოფლის მეურნეობის სამინიტრო იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფანჯიკიძემ, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"თუმცა კონკრეტულად რაშია საქმე, ამაზე ჯერჯერობით, საუბარი ნაადრევია, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავით კირვალიძე არაფერში გარეული არ იქნება, იგი დაელოდება გამოძიების შედეგებს და, ალბათ, დასკვნები ამის შემდეგ იქნება გამოტანილი, როცა გამოძიება დამთავრდება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოძიება კირვალიძის უდანაშაულობას დაადგენს და იგი შეძლებს მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებას.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ, 2 მაისის, სხდომაზე მიმართა.
დავით კირვალიძე