სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ზალკალიანი: საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სოჭში უკვე ჩავიდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები და საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელი უკვე სოჭში იმყოფება.

როგორც ზალკალიანმა ოლიმპიურ კომიტეტში შეხვედრის შემდეგ თქვა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო, შვეიცარიის ინტერესთა სექცია ახორციელებს საქართველოს ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე შვეიცარიის სახლში იქნება აკრედიტებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ მის უშუალო კომპეტენციაში იქნება ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებს. 

"ოლიმპიურ კომიტეტს დღეს ჩვენ გადავეცით მისი კოორდინატები და მასთან მჭიდრო კავშირში იქნებიან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება ოლიმპიადის უსაფრთხოებას, მინისტრის ის თქმით, ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის კომპეტენციაა, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული.

"ჩვენ გვაქვს გარანტიები, რომ საქართველოს მოქალაქეების, სპორტსმენების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება", - დასძინა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები