2014 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.9% შეადგინა. ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ანგარიში აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, 5.2%-ით გაძვირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი. ამ ჯგუფში ფასების ზრდამ ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1.58%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 41.9%. ასევე, რძის ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე - 2.9%. საშუალოდ 3.5%-ით შემცირდა ფასები ზეთისა და ცხიმის, ასევე, ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფებზე.
8.9%-ით გაიზარდა ფასები საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში. აქედან 8.2%-ით მოიმატა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებასთან დაკავშირებულმა ფასებმა.
8.4%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაწოს ჯგუფი. აქედან თამბაქოს ნაწარმი 14%-ით გაძვირდა.





