მაღალმთიანი რეგიონები

ვასაძე: მძლავრი იმპულსები მივცეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას

ლევან ვასაძე
kiketischool.ge

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ხელისუფლებას მთის საკითხებთან დაკავშირებული სამინისტროს  ან სპეციალური სააგენტოს შექმნის ინიციტაივით მიმართავს. 

"ჩვენ უნდა ჩამოვუაროთ ჩვენს ყველა მაღალმთიან რეგიონს და დავსახოთ ეკონომიკური და დემოგრაფიული ციფრები, რომლის მიღწევასაც ვაპირებთ. ერთად უნდა ვეცადოთ ყველა მთიან რეგიონში გამოვასწოროთ მდგომარეობა, იქნება ეს საგადასახადო შეღავათების, სუბსიდიების თუ მოსახლეობის სხვა გზით დახმარების მხრივ. გამოვაცხადოთ ესა თუ ის წელი პრიორიტეტების შესაბამისად რაჭის, ხევსურეთის, ფშავის, სვანეთის წლად და ასე 5-6 წლის განმავლობაში მძლავრი იმპულსები მივცეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას", - განაცხადა ვასაძემ. 

აღნიშნული ინიციატივით "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  "ქორთიარდ მერიოტში" გამართულ კონფერენციაზე, "SOS - საქართველოს მთა",  გამოვიდა, სადაც მან "skype"-ის მეშვეობით მიმართა მონაწილეებს. მისი თქმით მაღალმთიან რეგიონებში შექმნილი ვითარება კატასტროფულია და ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს.  ვასაძემ ასევე მხარე დაუჭირა პატრიარქის ინიციატივას, რომ მაღალმთიან რეგიონებში ნაკლება მძიმე დანაშაულის მსჯავრდებულების დასახლება მოხდეს. 

 

კომენტარები