შსს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ნაწილი განადგურდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ნაწილი განადგურდა. ნაწილი კი პროკურატურას გადაეგზავნა გამოძიების მიზნით. მასალიდან 45 დისკი და ორი ვინჩესტერი იქნა განადგურებული ხოლო, პროკურატურას 590 დისკი გადაეგზავნა. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით პროკურატურა ჩანაწერების შესახებ გამოძიებას დაუყოვნებლივ შეუდგება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც მაკომპრომეტირებელი ფაილები გაგვაჩნდა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, უმეტესი ნაწილი განადგურდა, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. დანარჩენი გადაეცა პროკურატურას შემდეგი მოკვლევისათვის. თუ ვინმე მოქალაქეს პირადად გააჩნია მოპარული ან რაიმე სახით ჩაუვარდა ხელში, ურჩევნია სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბაროს. სხვა შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართ რაიმე ფაილი თუ გავრცელდა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

 

კომენტარები