ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა პარტიაში სიახლეებს გეგმავს

ნაციონალური მოძრაობა პარტიაში სიახლეებს გეგმავს. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ორგანიზაციაში მერებისა და გამგებლების კანდიდატების წარდგენა პრაიმერიზის გზით მოხდება. პრაიმერიზში გამარჯვებული კანდიდატი, რაიონის არჩეულ თავმჯდომარესთან ერთად საარჩევნო სიებს დააკომპლექტებს, რომელსაც პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს.

ამასთან, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით აირჩევა. ჩაირთვება პარტიაში ონლაინ გაწევრიანების პროგრამაც.

ნაციონალური მოძრაობის სიახლეების პრეზენტაცია ქორთიარდ მარიოტში გაიმართა და მას პარტიის ლიდერები, საკრებულოს წევრები და ნაციონალური მოძრაობის რიგითი წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები