მიხაელ შუმახერი საავადმყოფოში

L'Equipe: მიხაელ შუმახერი ხელოვნური კომიდან თანდათანობით გამოდის

phombo.com

მიხაელ შუმახერი ხელოვნური კომიდან თანდათანობით გამოდის - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული L'Equipe საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შუმახერის სპიკერის განცხადებით, ხალხმა ჭორებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია არ უარუყვია.

ფორმულა ერთის ლეგენდაზე ბოლო ოფიციალური განცხადება ორი დღის წინ გაკეთდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუმახერის მდგომრეობა სტაბილური, თუმცა კვლავინდებურად მძიმეა.

29 დეკემბერს ალპებში თხილამურებით სრიალის დროს შუმახერმა სერიოზული ტრავმა მიიღო. მას უკვე გაუკეთეს ორი ოპერაცია და მისი სრული გამოჯანმრთელება კვლავაც სათუოა. 

კომენტარები