მიხაელ შუმახერი საავადმყოფოში

ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი დღეს 45 წლის გახდა

მიხაელ შუმახერი
STR/Getty Images

ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი დღეს 45 წლის გახდა. ის კვლავ კომაშია. მისი გულშემატკივრები საფრანგეთში საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ.

”მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ მას განსაკუთრებულ სურვილებს ვუგზავნით.” - თქვა მისმა გულშემატკივარმა.

მიხაელ შუმახერი 29 დეკემბერს საფრანგეთში, ალპების ერთ-ერთ სამთო კურორტზე თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც გრენობილში გაუკეთდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმებმა სპეციალური მედიკამენტით მისი კომა გამოიწვიეს, რათა ურთულესი ოპერაციის შემდეგ შუმახერის ტვინი საფრთხისგან იყოს დაცული. ექიმები შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზს ვერ აკეთებენ, მათივე ინფორმაციით, ხელოვნურად გამოწვეული კომა შეიძლება რამდენიმე დღე, ან კვირა გაგრძელდეს.

კომენტარები