მიხაელ შუმახერი საავადმყოფოში

სამართალდამცველები: შუმახერი ტრასიდან გადავიდა და დიდი სისწრაფით მოძრაობდა

phombo.com

"ფორმულა 1-ის ჩემპიონი მიხაილ შუმახერი სათხილამურო ტრასიდან გადავიდა და დიდი სისწრაფით მოძრაობდა, როდესაც თავზე მძიმე ტრამვა მიიღო", -  ეს განცხადება საფრანგეთის სამართალდამცველებმა გააკეთეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი გამოცდილი მოთხილამურის სიჩქარით მოძრაობდა და სასრიალო ტრასიდან 8 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. ამას, ცნობილი ავტომრბოლის ჩაფხუტზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი ადასტურებს.

მიხაელ შუმახერი 29 დეკემბერს საფრანგეთში, ალპების ერთ-ერთ სამთო კურორტზე თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც გრენობლში გაუკეთდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმებმა სპეციალური მედიკამენტით მისი კომა გამოიწვიეს, რათა ურთულესი ოპერაციის შემდეგ, შუმახერის ტვინი საფრთხისგან იყოს დაცული. ექიმები შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათივე ინფორმაციით, ხელოვნურად გამოწვეული კომა შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს.

კომენტარები