სახელმწიფო დაზღვევა

სერგეენკო: აპრილიდან პაციენტი, სახელმწიფო დაზღვევით, თვითონ აირჩევს კლინიკას

news.ge

აპრილიდან პაციენტი თავად შეძლებს აირჩიოს, რომელ კლინიკას მიმართოს დახმარებისთვის სახელმწიფო დაზღვევით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბიზნესკურიერთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას ადაპტაციის დრო მისცა, რაც ზოგიერთმა კომპანიამ კარგად გამოიყენა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორპორაციული დაზღვევის სეგმენტი გაიზარდა, რასაც ხელისუფლება მიესალმება. მისივე თქმით, ასეთ პირობებში, კერძო სადაზღვევო ინდუსტრია იმ საქმით დაკავდება, რისთვისაც მოწოდებულია ანუ არა მესამე პირის ადმინისტრირებით - სახელმწიფო ფულის მართვით, არამედ კერძო ბიზნესისა და კორპორაციული დაზღვევის განვითარებით. "დაწესდება გარდამავალი ეტაპები, რათა გადასვლის პროცესი მაქსიმალური უმტკივნეულოდ მოხდეს", - აღნიშნა სერგეენკომ. 

კომენტარები