აქციები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

YURIY DYACHYSHYN / AFP

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციას ხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ:  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო, "ბატკივშინას" ლიდერი არსენი იაცენიუკი და ფრაქცია "თავისუფლების" ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი. 

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა იანუკოვიჩთან მესამედ შედგა. წინა შეხვედრის შემდეგ დემონსტრანტების მოთხოვნებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და  აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს გრუშევსკის ქუჩის განთავისუფლებაზე. 

კომენტარები