Freedom House

FREEDOM HOUSE-ის ანგარიშში საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნად რჩება

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნად რჩება.

ორგანიზაცია მიესალმება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების "ღია და ნაკლებად პოლარიზებულ" გარემოში ჩატარებას.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ შეშფოთებას იწვევს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრთა მიმართ შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნა. თუმცა, ზოგადი სურათი იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ქართული ოცნების მთავრობის პირობებში გაძლიერების გზაზე იდგა გასულ წელს.

ანგარიშის მიხედვით ევრაზიის რეგიონში თავისუფლების კუთხით შარშანდელის მსგავსად მოლდოვა ლიდერობს, მას საქართველო მოსდევს, უკრაინა მესამე ადგილზეა, მას სომხეთი და ყირგიზეთი მოყვება. რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.

კომენტარები