აქციები უკრაინაში

ბერკუტი ბარიკადების დაშლას ჯავშანტექნიკის გამოყენებით ცდილობს

Reuters

ბერკუტი აქციის მონაწილეების მიერ აგებული ბარიკადების დაშლას ჯავშანტექნიკის გამოყენებით ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Еспресо.TV ავრცელებს.

Еспресо.TV-ის გავრცელებული ინფორმაციით, ბერკუტი მაიდანის მთლიანად გასაწმენდად ემზადება.

გრუშევსკის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირება გრძელდება. აქტივისტები უკან დახევას არ აპირებენ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის იური ლუცენკოს განცხადებით, დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი უნდა შეიქმნას, რომელსაც სათავეში ვიტალი კლიჩო ჩაუდგება.

ლუცენკოს განცხადებით, დღეს უკრაინაში ბრძოლა კოლონიალურ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის მიმდინარეობს. ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს უკრაინა დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა იყოს, დღეს ოპოზიციის მხარეს უნდა დადგეს.

შეგახსენებთ, რომ კიევში შეტაკებების შედეგად, espreso.tv.-ის ინფორმაციით, 4 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ერთი მათგანი გრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ერთი კი მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები