ვითარება უკრაინაში

უსუფაშვილი: კიევში მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება და ოპოზიცია უარესის თავიდან აცილებას შეძლებენ. მისივე თქმით, კიევში მოვლენების მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

"ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში, სამწუხაროდ, ვითარება გამწვავდა, არის მსხვერპლი და ქუჩებში დაძაბულობა იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო შეშფოთებას იწვევს. ჩვენ, პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა არაერთხელ მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. კიდევ ერთხელ ვისურვებ და გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები, ხელისუფლება და ოპოზიცია უარესის თავიდან აცილებას შეძლებენ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, 4 დემონსტრანტია დაღუპული.

კომენტარები