თვითმმართველობის კოდექსი

მაჭავარიანი: ბარიერთან დაკავშირებით პოლიტიკურ კეკლუცობასთან გვაქვს საქმე

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, საარჩევნო ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი საკუთარი თავის მძევალია. მისი თქმით, ბარიერის საკითხზე ნაციონალური მოძრაობა ძველ პოზიციაზე რჩება და 30%-იანი ბარიერი მისაღები და სრულიად საკმარისია. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებითვე, ბევრ ევროპულ ქალაქში მერებს არა პირდაპირი წესით, არამედ საკრებულოს შემადგენლობიდან ირჩევენ.

"მერების და გამგებლების არჩევის ბარიერთან დაკავშირებით პოლიტიკურ კეკლუცობასთან გვაქვს საქმე. 50%-იანი ბარიერი უკვე წერია კანონპროექტში და ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. როგორც ოთხი წლის წინ ვამბობდით, რომ მერების ასარჩევად 30%-იანი ბარიერი საკმარისი იყო, ჩვენ ახლაც ამ აზრზე ვართ. მაგრამ მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს ადამიანები ოთხი წლის წინ 50%-იან ბარიერზე საუბრობდნენ, ორი კვირის წინ, კანონპროექტში 50%-იანი ბარიერი გაეპარათ და ახლა ვაჟკაცურად ცდილობენ აგვიხსნან თუ რატომ უნდა შეიცვალოს 50%-იანი ბარიერი 40%-იანი ბარიერით", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა.

12 თვითმმართველი ქალაქის მერს, სავარაუდოდ, 40%-იანი ბარიერით აირჩევენ. თვითმმართველობის საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრო. მთავარი თემა, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაწესებულ ბარიერს უკავშირდება. ახალი ინიციატივით, დედაქალაქის მერს 40%-იანი, ხოლო რაიონებში გამგებლებს 30%-იანი ბარიერით აირჩევენ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო თვითმმართველობის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესებას ითხოვს - ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, 50%-იანი ზღვარის შესახებ თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და ახლა გაუგებარია, რატომ შეცვალა მმართველმა კოალიციამ პოზიცია.

კომენტარები