თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია ჩიკაგო ბულზში გადავიდა

თორნიკე შენგელია
pingshoops.com

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია კარიერას ჩიკაგო ბულზში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ამერიკულ გამოცემებთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდიც ავრცელებს. New York Post-ის ცნობით, გუნდებს შორის გარიგება ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაფორმდება და დეტალები სწორედ მაშინ გაჟღერდება, თუმცა უკვე ცნობილია რომ შენგელიას ჩიკაგოელ მარკიზ თიგში გაცვლიან.

თორნიკე შენგელიას ბრუკლინ ნეთსში ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, რაც პირველ რიგში მაღალი კონკურენციით იყო განპირობებული. ბულზს შედარებით მოკრძალებული შემადგენლობა ჰყავს და მიზნებიც ნაკლები აქვს, შესაბამისად იმის შანსი რომ ქართველს წელს გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა, ძალიან დიდია.

კომენტარები