ეკონომიკური ზრდა

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 6.3%-ით გაიზრდება

de.wikipedia.org

საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 6.3%-ით გაიზრდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკმა თავის ახალ ანგარიშში - გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2014 - დაწერა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ მთავარი, რამაც შეიძლება ეკონომიკური ზრდის ამ ნიშნულის მიღწევა გაართულოს, მაღალი ოდენობის საგარეო და საშინაო ვალია.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს სავაჭრო ბალანსი მშპ-სთან მიმართებით გაუმჯობესდება და ნავარაუდევი 7.8%-ის მაგივრად, 7.1% იქნება. 2015 წლისთვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 6.3%-ია, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.3%-ით მეტია.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2014 წლისთვის უფრო მაღალია, ვიდრე მისი უშუალო მეზობლების - აზერბაიჯანის (5.3%), სომხეთისა (5%) და თურქეთის (3.5%).

საერთო ჯამში, მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკა წელს გაძლიერდება, ამასთან, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტემპი აჩქარდება, ხოლო ის ქვეყნები, რომელთაც მაღალი შემოსავლები აქვთ, ხუთწლიანი მსოფლიო კრიზისიდან გამოვლენ. 

კომენტარები