არიელ შარონი

არიელ შარონს ხვალ დაკრძალავენ

CNN

ისრაელელები ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს არიელ შარონს ბოლო პატივს მიაგებენ. 85 წლის შარონს, რომელიც 8-წლიანი კომის შემდეგ გუშინ გარდაიცვალა, ხვალ, ქალაქ ნეგევში დაკრძალავენ.

პარლამენტთან მისი დასვენების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლებმა და იქ მყოფმა ხალხმა შარონს რამდენიმეწუთიანი დუმილით პატივი მიაგეს.

არიელ შარონი, რომელიც ისრაელის პრემიერმინისტრი 2001 წელს გახდა, რამდენიმე ორგანოს ფუნქციონირების დარღვევას, მათ შორის ფილტვების უკმარისობას, უჩიოდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 1982 წელს ლიბანში შეჭრის ოპერაციას მეთაურობდა, და ასევე იყო ისრაელის თითქმის ყველა ომის ვეტერანი, 2006 წელს, მწვავე ინსულტის შედეგად, კომაში ჩავარდა.

კომენტარები