არიელ შარონი

მარგველაშვილი: შარონმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისრაელის შენებაში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის ყოფილი პრემიერის არიელ შარონის გარდაცვალების გამო პრეზიდენტ შიმონ პერესს სამძიმრის წერილს უგზავნის.

”თქვენო აღმატებულებავ, ღრმად დამამწუხრა ცნობამ არიელ შარონის გარდაცვალების შესახებ. ებრაელმა ხალხმა დაკარგა თავისი უდიდესი შვილი.  არიელ შარონმა -თვალსაჩინო და მონუმენტურმა ფიგურამ, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისრაელის სახელმწიფოს შენებაში, მისი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაძლიერებაში, რითაც სამართლიანად მოიპოვა ხალხის სიყვარული.

მწუხარების ჟამს, ჩვენ ვიზიარებთ ებრაელი ხალხის ტკივილს და თანადგომას ვუცხადებთ მას. გთხოვთ, გადასცეთ საქართველოს მოქალაქეთა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი არიელ შარონის ოჯახის წევრებსა და მთლიანად ისრაელის მოსახლეობას.” - წერია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები