პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების ლევან ბუაძისა და გიორგი ნოზაძის თქმით, ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს მათ პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, ისინი უწყებაში კიბლაშვილის დანიშვნის შემდეგ მუშაობდნენ, განცხადებების დაწერა კი ოთარ ფარცხალაძის მოადგილეებმა აიძულეს.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ისინი იმ გახმაურებულ საქმეებს იძიებდნენ, რომელთა გამოძიებაც ფარცხალაძეს არ სურდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი განცხადების დაწერაზე უარს იტყოდნენ, საქმეში გენერალური ინსპექცია ერთვებოდა, რათა შრომის კანონმდებლობის დარღვევის პასუხისმგებლობა აეცილებინათ.

ბუაძე უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს, ხოლო გიორგი ნოზაძემ სარჩელი გუშინ უკვე შეიტანა.

კომენტარები