პატრიარქის ეპისტოლე 2014

საპატრიარქოსთან მიმდინარე ურთიერთსაპირისპირო აქციებზე ხუთი პირი დააკავეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან უკვე დასრულებულია იმ მოქალაქეთა აქცია, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებდნენ. შენობასთან საპატრიარქოს მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. მათ შორის იყო პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გაბედავა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციებზე 5 პირი დააკავეს.

ევგენი და თორნიკე ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხია ღვალაძე საპატრიარქოს პოზიციის გამპროტესტებელი აქციის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფისთვისა და პლაკატების დახევისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ასევე წაიყვანეს აქციის მონაწილე გიორგი ნონიაშვილი. 

ამ დროისთვის საპატრიარქოს შენობასთან ისევ რჩებიან საპატრიარქოს მხარდამჭერი აქციის მონაწილეები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. 

საპატრულო პოლიცია ურთიერთსაპირისპირო აქციების მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვით მიჯნავდა, რათა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარიყო. 

კომენტარები