თეიმურაზ პატარიძის საქმე

პროკურატურა აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსის გათავისუფლებას უარყოფს

თეიმურაზ პატარიძე
გაზეთი ბათუმელები

საქართველოს მთავარ პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსის თეიმურაზ პატარიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარიზე კვლავ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა ყოფილ პოლიტპატიმარ ჯემალ დუაძეზე დაყრდნობით დაწერა, რომ პატარიძე პატიმრობიდან გათავისუფლებული იყო და ბათუმის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

თეიმურაზ პატრიძე პირველად 2013 წლის დასაწყისში თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, თუმცა, რამდენიმე თვეში, ივლისში საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ საპატირმო დატოვა. მას სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, სანაცვლოდ კი 100 000 ლარი გადაიხადა.

პატარიძე მეორედ 2013 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. სამართალდამცავების მტკიცებით, თეიმურაზ პატარიძის ორგანიზებით 2008-2012 წლებში მზადდებოდა ყალბი პირადობის მოწმობები, რომლის საშუალებითაც სპეციალურად შერჩეული პირები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არჩევნებში ხმას აძლევდნენ.

კომენტარები