რუმინეთი

რუმინეთის ყოფილ პრემიერმინისტრს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

www.victorponta.ro

რუმინეთის ყოფილ პრემიერმინისტრს ადრიან ნესტასეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილი პრემიერი მთლიანობაში 630 მილიონი ევროს ქრთამის აღებაში ცნეს დამნაშავედ. სასამართლოს განჩინების მიხედვით, ნესტასემ სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ დანიშნა ბიზნესმენი ირინა ჟიანუ მაღალ თანამდებობაზე.

ყოფილი პრემიერმინისტრისთვის ეს პირველი ბრალდება არ არის, 2012 წლის ივნისში ადრიან ნესტასეს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა 2004 წლის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო დაფინასების მოპოვების გამო.

რუმინეთი ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანდა, თუმცა ქვეყანა კორუფციის მაღალი დონის გამო, ევროკომისიის აქტიური მონიტორინგის ქვეშ რჩება.

კომენტარები