შობა

გიგი უგულავამ სომეხ თანამოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ სომეხ თანამოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

”მე მინდა, ჩემს თანამოქალაქეებს მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. როგორც ცნობილია, სომეხი ერი 6 იანვარს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა, მათ ვუსურვო წარმატება, იმიტომ, რომ შობა არის დღესასწაული, რომელსაც ყველა ქრისტიანი რუდუნებით ელოდება, ყველა ქრისტიანისთვის არის ახალი იმედის დასაწყისი, ახალი მუხტის შემატება ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელსაც ყველა ქრისტიანი აღვნიშნავთ და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივულოცო შობის ეს ბრწყინვალე დღესასწაული”, - თქვა უგულავამ.

კომენტარები