დედა პარასკევა

დედა პარასკევა: ხილვა და გამოცხადება არ მქონია

class-elen.blogspot.com

მცხეთის დედათა მონასტრის მონაზონის დედა პარასკევას განცხადებით, მან მამა გაბრიელის საფლავს სთხოვა, რომ ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა. როგორც მონაზონმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, არ ჰქონია არც გამოცხადება და არც ხილვა.

"მამა გაბრიელის საფლავზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. შეწუხებულები იყვნენ ეს ადამიანები და ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ შეესრულებინა მათი სურვილები სადიდებლად ღვთისა და რაღაც ისეთი მოეხდინა ერში, რომ გამოცოცხლებულიყო, გამხიარულებულიყო საქართველო და გაძლიერებულიყო სარწმუნოებაში. მოხდა სასწაული და ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან. 31 დეკემბერს ვთხოვე მამა გაბრიელს საფლავზე, რომ შეგვწეოდა და დაგვხმარებოდა", - აცხადებს დედა პარასკევა და აღნიშნავს, რომ სასწაულები კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის. 

ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამთავროს დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. იქ მისულები ამბობდნენ, რომ დედა პარასკევას გამოცხადება ჰქონდა. მათი თქმით, მონაზონმა ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში მის საფლავთან, ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივიდოდა, რწმენით ნათხოვნი ორი სურვილი შეუსრულდებოდა.

თავად დედა პარასკევამაც გუშინ როგორც აღნიშნა, მამა გაბრიელმა მინიშნება მისცა,  რომ მლოცველებს სურვილებს შეუსრულებდა.

აღნიშნული დაგმო სასულიერო პირთა ნაწილმა.

 

კომენტარები