საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდს ჰაკერებმა შეუტიეს

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. 

"ჩვენ გვიყვარს ირანი, ჩვენ არცერთი ხალხის მტერი არ ვართ, ამერიკელი ხალხისაც კი. გთხოვთ გააძლიერეთ თქვენი ვებ-გვერდის უსაფრთხოება, რადგან მისი ხარისხი დაბალია" - ეწერა პარლამენტის ვებ გვერდზე კიბერშეტევის შემდეგ, თუმცა მოცემულ მომენტში საიტის მისამართზე შესვლისას წარწერა აღარ გვხვდება.

პარლამენტის IT სპეციალისტები უკვე მუშაობენ ვებ-გვერდის აღსადგენად. ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი საიდან განხორციელდა კიბერშეტევა.

კომენტარები