კონფლიქტის ზონა

მუსიკოსების აქცია საოკუპაციო ზოლთან

მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი
დიმა ჩიკვაიძე

ქართველმა მუსიკოსებმა და მოხალისეებმა შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის აქცია-კონცერტი გამართეს. აქცია უშუალოდ მავთულხლართებთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხე საქართველოს დროშებით მორთეს. 

საოკუპაციო ზოლთან შეკრული ცოცხალი ჯაჭვის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გორის სოფელ აძვის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.

სოფელ აძვის სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული აქცის ბოლოს მუსიკოსებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს.

კომენტარები